„მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ამ პროცესში გათვალისწინებული იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის რეკომენდაციები,” – ირაკლი ჩიქოვანი მთავარი პროკურორის არჩევაზე

მთავარი პროკურორის დანიშვნასთან დაკავშირებით, არასამთვარობო ორგანიზაციების რეკომენდაციებთან ერთად საერთაშორისო და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას თხოვს საპარლამენტო უმცირესობა მმართველ გუნდს.

პარლამენტის ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, რომ იმ ფორმით, რა ფორმითაც არის წარმოდგენილი მთავარი პროკურორის დანიშვნა კითხვებს ბადებს.

მისივე თქმით, განსაკუთრებით იმ საკითხთან მიმართებაში ჩნდება კითხვები, რომელმაც უნდა უზრუნველყოს გენერალური პროკურორის დანიშვნის აპოლიტიკურობა, რაც მოქმედი რედაქციით დღეს ვერ არის უზრუნველყოფილი.

„მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ამ პროცესში გათვალისწინებული იყოს ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობის რეკომენდაციები და მათ შორის ვენეციის კომისიის,“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ნაციონალური მოძრაობის წევრის გივი თარგამაძის თქმით, მათ პროგრამაში უწერიათ, რომ ისინი აღნიშნულ უწყებაზე მთლიან საპარლამენტო კონტროლს ემხრობიან.

ცვლილებებით, მთავარი პროკურორის საბოლოო არჩევამდე მან უნდა გაიაროს რამდენიმე ეტაპი. პირველ ეტაპზე საპროკურორო საბჭომ უნდა შეარჩიოს კანდიდატი, შემდეგ იუსტიციის მინისტრმა უნდა წარუდგინოს ის მთავრობას, მთავრობის შემდეგ კი პარლამენტს და ის აირჩევს მთავარ პროკურორს 6 წლის ვადით.

banner
წინა სტატიაშიდეპუტატმა კარლო კოპალიანმა 2011 წლის 26 მაისის მოვლენების გამოძიება მოითხოვა
შემდეგი სტატია„იქნებ პრემიერ-მინისტრი, რომელიც ოცნებობს დაკავდეს საქმით,”-გივი თარგამაძე