მიხეილ მაჭავარიანი: თქვენი უნიათობა, გინდათ დააბრალოთ მზის ბრუნვას, მთვარეს, ნახევარმთვარეს, გვალვას, ოდესის გუბერნატორს

ამ წუთებში დეპუტატები „სემეკის“ ხელმძღვანელის ანგარიშს ისმენენ. განსაკუთრებით მწვავე კითხვები ტარიფების მომატებას უკავშირდება. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლმა, დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა სწორედ ამ საკითხზე მოითხოვა განმარტება, თუ რამდენად აისახება ლარის კურსის ცვლილება სამომხმარებლო ტარიფებზე.

„სემეკის“ თავმჯდომარემ ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხის გაცემისგან დღეს თავი შეიკავა.

” სამომხმარებლო ტარიფზე „ენერგო-პრო-ჯორჯიას“ მიერ არის მხოლოდ სატარიფო განაცხადი წარმოდგენილი აპრილში. ვფიქრობ, რომ ივლისის ბოლოსთვის მივიღებთ გადაწყვეტილებას. თუმცა, წინასწარ შეფასების გაკეთება არასწორი და არაკორექტული იქნება ჩემი მხრიდან,“ – განმარტა ირინა მიროლავამ.

ნაციონალური მოძრაობის წევრის მიხეილ მაჭავარიანის თქმით, უმრავლესობა ცდილობს ყველაფერში პოლიტიკა გადაიტანოს.

“თქვენი უნიათობა, არასწორი ეკონომიკური გათვლები გინდათ დააბრალოთ ყველას, მზის ბრუნვას, მთვარეს, ნახევარმთვარეს, გვალვას, გარე ფაქტორებს, ოდესის გუბერნატორს, მაგრამ არა იმ პოლიტიკას, რომელსაც თქვენ აწარმოებთ,” – განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.

ამ წუთებში პლენარული სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გრძელდება.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია: პარლამენტის წევრობა არის ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა
შემდეგი სტატია,, ციპრას! გვაჩვენეთ, რომ ცრუ წინასწარმეტყველი კი არა, ნამდვილი ლიდერიხართ,,