ეკა ბესელია: პარლამენტის წევრობა არის ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა

პარლამენტი დეპუტატების დისციპლინის გაუმჯობესებაზე იწყებს მუშაობას. ჩაშლილი სხდომისა და ცარიელი სკამების შემდეგ, დაიგეგმა რეგლამენტის გამკაცრება. პროექტის მიხედვით სხდომის გაცდენისთვის საკმარის მიზეზად ოჯახური მდგომარეობა აღარ ითვლება.

„პარლამენტის წევრობა არის ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა და ჩვენ გვაკისრია ვალდებულება ვიმუშაოთ პირველ რიგში პარლამენტში, ხოლო ობიექტური მიზეზების ძალიან მკაფიო ჩამონათვალი იყოს რეგლამენტში,“ – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ.

როგორც ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი აცხადებს, უმრავლესობას მუდმივად აქვს პრობლემა, რომ შეაგროვოს თავისივე უმრავლესობა და ეს პრობლემა დღითიდღე მწვავდება.

„შესაძლებელია იყოს გარკვეული ნორმები. პარლამენტარს არ უნდა უშლიდეს პოლიტიკურ საქმიანობას, ამომრჩეველთან შეხვედრებს, ასევე ჩვენს სხვა საქმიანობას, რომელიც საზღვარგარეთ არის მიმართული და არ არის დაკავშირებული პირდაპირ პარლამენტთან და დაკავშირებულია პარტიულ საქმიანობასთან,“ – განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია: ჩვენ გავაჩინეთ 3 ათასზე მეტი ადგილი ბაღებში
შემდეგი სტატიამიხეილ მაჭავარიანი: თქვენი უნიათობა, გინდათ დააბრალოთ მზის ბრუნვას, მთვარეს, ნახევარმთვარეს, გვალვას, ოდესის გუბერნატორს