მენეჯერმა შუმახერის ჯანმრთელობის გაუმჯობესების შესახებ განცხადება გააკეთა

მენეჯერმა შუმახერის ჯანმრთელობის გაუმჯობესების შესახებ განცხადება გააკეთა.

46 წლის ცნობილი სპორტსმენის შესახებ ცნობილია ის, რომ შუმახერი საწოლს არ არის მიჯაჭვული და უკვე სავარძელში ჯდომა შეუძლია, ის ნათესავებს ცნობს, მაგრამ ვერ ლაპარაკობს სახის კუნთების ატროფიის გამო.

მკურნალობის ხარჯებმა 10 მილიონს გადააჭარბა, როს გამოც სპორტსმენის მეუღლე იძულებული გახდა შუმახერის პირადი ვეტმფრენი გაეყიდა. ექს-ავტომრბოლელი რეაბილიტაციის კურსს შენევის ტბაზე, საკუთარ ვილაზე გადის, სადაც 2014 წლის სექტემბრიდან იმოფება. მანამდე თითქმის ნახევარი წელი ის კომაში იყო და საავადმყოფოში იწვა. უბედური შემთხვევა 2013 წლის დეკემბერში მოხდა, როცა ის თხილამურებით სეირნობისას ქვაზე თავით დაეცა.

banner
წინა სტატიაშიგერმანელი ფეხბურთელის, ფრანც ბეკენბაუერის, შვილი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაქემერონი: ბრიტანეთი მიგრანტებისთვის უსაფრთხო არ არის