მედვედევი რუსეთში დოლარის და ევროს აკრძალვასთან დაკავშირებით

მედვედევი: შორეული აღმოსავლეთის სახელის შეცვლაზე

მედვედევი: შორეული აღმოსავლეთის სახელის შეცვლაზერუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი ტელეკომპანია “ვესტის” ეთერში გამოთქმულ შეთავაზებაზე, რომ ქვეყანაში დოლარი და ევრო აიკრძალოს, ამბობს: “ეს “კარგი” იდეაა. მოდით, ასევე აღვადგინოთ სისხლის სამართლის 88-ე მუხლი, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ანიჭებდა ყველას არსებულ ვალუტაზე ნებისმიერი ოპერაციის განხორციელებისას” – იხუმრა მედვედევმა.
მისი განცხადებით, ევროსა და დოლარზე უარის თქმა ნიშნავს, თანამედროვე ბაზარზე უარის თქმას და სიკვდილს. თუკი ქვეყანა დაიკეტება, ის მომენტალურად აღმოჩნდება იმ პოზიციაში, რაშიც სოციალისტური ეკონომიკა იმყოფებოდა – განაცხადა პრემიერმა.

2015 წლის დასაწყისში “ერთიანი რუსეთის” დეპუტატმა ევგენი ფიოდოროვმა რუსეთის დუმას შესთავაზა მიიღონ კანონი, რომელიც დოლარის ბრუნვას აკრძალავს რუსეთში.

banner
წინა სტატიაშილევან კობიაშვილი: ვერ გეტყვით, რა სტატუსით არის კახა კალაძე
შემდეგი სტატია„მათ დიდი ხანია უნდათ არჩევნების ჩაშლა”