ლევან კობიაშვილი: ვერ გეტყვით, რა სტატუსით არის კახა კალაძე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატ ლევან კობიაშვილისთვის უცნობია, თუ რა სტატუსით იმყოფება ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ყრილობაზე.
მისი თქმით, “ჰოლიდეი ინში” დღევანდელი არჩევნებისთვის უამრავი ადამიანი მივიდა.
“ვერ გეტყვით, რა სტატუსით არის კახა კალაძე. აქ უამრავი ადამიანია და რა ვიცი, რა სტატუსით იმყოფება”, – განაცხადა კობიაშვილმა.
ამასთან, არჩევნებზე მიწვეულ სტუმართა შორის ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე არ არის.
სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” დღეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები უნდა ჩატარდეს. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის: რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია. ფედერაციის პრეზიდენტი 4 წლის ვადით ირჩევა. აქამდე ეს თანამდებობა ზვიად სიჭინავას ეკავა, რომელიც ვადაზე ადრე, არჩევნებამე დაახლოებით ერთი თვით ადრე გადადგა. ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე ასრულებს.

banner
წინა სტატიაშისირიაში მებრძოლი პირველი რუსი მფრინავის ფოტო გამოქვეყნდა+ფოტო
შემდეგი სტატიამედვედევი რუსეთში დოლარის და ევროს აკრძალვასთან დაკავშირებით