ლევან ბერძენიშვილი: ყველაზე სწორი პოზიცია პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ გამოხატეს

არასამთავრობო სექტორი ძალიან კარგად იქცევა, როცა პოლიტიკოსების განცხადებებს ყურადღებას აქცევს, მაგრამ როცა მოქალაქეები ამბობენ , რომ თერმოსებს მოიმარაგებენ, მათ უნდა მიუთითონ, კანონიდან არავინ გავიდნენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა.
“ის, რაც პარტიულ ოფისებზე თავდასხმებით, ბიბლიოთეკისა და წიგნების შეურაცხყოფით ხდება, ვანდალიზმია, მაგრამ ზუსტად ასეთი დონის ვანდალიზმია განათლებული, მოვლილი და ჭკვიანი ადამიანებისგან იმის ლაპარაკი, რომ თუ მათ მოსამართლის გადაწყვეტილება არ მოეწონებათ, კანონს დაარღვევენ. ეს განცხადებები კვერცხებისა და საღებავების სროლისა არ განსხვავდება და გაცილებით საშიშია. არასამთავრობოებს ვეთანხმები, მაგრამ “ნაციონალებს” მოვუწოდებდი, რომ კანონის ფარგლებიდან არ გავიდნენ და “მაიდანზე” ოცნებას თავი დაანებონ”, – განაცხადა ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე აზრით, შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ყველაზე სწორი პოზიცია პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ გამოხატეს.
“პრეზიდენტის გამოსვლა იმ ნაწილში კარგი იყო, რომ სხვამ ეს არ უნდა თქვასო… მაგრამ მოსამართლის მიმართ მოწოდება სწორი არ იყო”, – აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრა ნოემბერში, პრაღაში გაიმართება
შემდეგი სტატიაფიქრია ჩიხრაძე: პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება ბევრი კომპონენტისგან შედგებოდა და არ იყო ცხელ გულზე გაკეთებული