ლარის დევალვაცია გრძელდება

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4161 ლარი გახდა

ეროვნულმა ბანკმა ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის თანახმად ლარი დოლართან მიმართებაში 0.0038 ლარით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის ახალი გაცვლითი კურსით, ერთი დოლარი 2.4052 ლარია, მაშინ როცა ერთი დოლარი 2.4014 ლარი ღირდა.

ცვლილება აისახება კომერციული ბანკების გაცვლით კურსზეც. ამ დროისთვის ერთი დოლარის ყიდვა საქართველოს ბანკში 2.46 ლარად არის შესაძლებელი, VTB ბანკში 2.45 ლარად და TBC ბანკში – 2.455 ლარად.

ეროვნული ბანკის ახალი გაცვლითი კურსის თანახმად ლარი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, დღეიდან ერთი ევროს შეძენა 2.7097 ლარად არის შესაძლებელი, რაც წინა მაჩვენებელზე 0.0225 ლარით მეტია.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: თავისუფალი ვაჭრობა ჩინეთთან ნიშნავს უზარმაზარ შესაძლებლობას ჩვენი ქვეყნისთვის
შემდეგი სტატიადაკავება იარაღის და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გადაზიდვის ბრალდებით