ლაგოდეხში სტიქიის შედეგად 5 სოფელი დაზარალდა

სტიქია კახეთში-ძლიერი წვიმის შედეგად ლაგოდეხის რაიონის 5 სოფელი ქვემო ნაშოვარი, ჭაბუკიანი, ანანაური, არეშფერანი, გიორგეთი დაზარალდა.

დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები. წყალმა დაფარა ნათესები და ნარგავებიც. სოფელ ქვემო ნაშოვარში ადგილობრივებს საოჯახო ტექნიკა და ინვენტარი დაუზიანდათ.

მოსახლეობა ამბობს, რომ სახლების დატბორვა გაუწმენდავმა სანიაღვრე არხებმა გამოიწვია და დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვენ.

სოფლის რწმუნებული, გია გაფრინდაშვილი კი ამბობს, რომ სანიაღვრე არხები პერმანენტულად იწმინდება.

კახეთში უკვე შეიქმნა ზარალის დამთვლელი კომისია.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერიას ნაციონალური მოძრაობა ქართუ ბანკის სასარგებლოდ ტენდერის ჩატარებაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიადოლარის ოფიციალური ფასი 2.2589 ლარი გახდა