კახა კალაძე: საქართველო ისწრაფვის ახალი სიმაღლეების დასაპყრობად

მთავრობა არ იყო ინფორმირებული იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი მტაცებელი ისევ თბილისის ქუჩებში დადიოდა

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ მარნეულში ახალი ქვესადგური “მარნეული-500” გახსნა.

როგორც გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე კალაძემ აღნიშნა, ქვესადგურის მშენებლობა ხელს შეუწყობს მოსახლეობისთვის, ენერგეტიკის 24 საათიან რეჟიმში, უპრობლემოდ მიწოდებას.

“მინდა ვისარგებლო შემთხვევით და აზიის განვითარების ბანკს თანამშრომლობისა და დაფინანსებისთვის, მადლობა გადავუხადო. დარწმუნებული ვარ, ეს თანამშრომლობა მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება. ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი ათწლიანი გეგმა, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით, რომელიც უკვე დავიწყეთ. ათი წლის განმავლობაში, ამ მიმართულებით, დაახლოებით 700 მილიონი დოლარი იქნება დახარჯული. საქართველო ისწრაფვის ახალი სიმაღლეების დასაპყრობად, საქართველო მიდის წინ, უძნელეს გზაზე, პროგრესისა და განვითარებისკენ და ამ გზაზე თითოეული პარტნიორობა, დასაფასებელია”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ახალი ქვესადგური არსებულ, 220/110 კვ ქვესადგურს „მარნეული“ 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზის საშუალებით დაუკავშირდება, რომელსაც სსე საკუთარი ძალებით აშენებს. 500 კვ ქვესადგურის სამშენებლო სამუშაოებს თურქული კომპანია ”ბესტი” განახორციელებს. ქვესადგურის დადგმული სიმძლავრე 660 მეგავოლტამპერი იქნება. პროექტის ღირებულება 20 მილიონ აშშ. დოლარს შეადგენს. პროექტი 2016 წლის მეორე ნახევარში დასრულდება

banner
წინა სტატიაშიმოკლული ბიზნესმენის ბესიკ ხარძიანის შვილი მამის მეორე მეუღლეს პროკურატურაში უჩივის
შემდეგი სტატიამალე – საერთაშორისო კონფერენცია ქართული ეკონომიკის განვითარებისათვის!!