კადიროვი ყურანის შეურაცხყოფის გამო სახალინელ მოსამართლეს დასჯას ჰპირდება

რამზან კარიდოვი მსოფლიო დონის ელიტურ სპეციალური დანიშნულების რაზმს ჩეჩნეთში გაწვრთნის

ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა საჯაროდ დაიმუქრა, რომ სამხრეთ-სახალინელი პროკურორის ნატალია პერჩენკოს დაპატიმრებას მოითხოვს… პროკურორის, რომელმაც თქვა, რომ ყურანიდან რამდენიმე სურა ექსტრემისტულია.
,,კერძოდ, მან ექსტრემისტულად მიიჩნია “ყურანის” შემდეგი ციტატები: “თაყვანს გცემთ შენ და დახმარებას გთხოვთ”, “არავინ იტიროთ ალაჰისნაირად” -,, წერს ისტაგრამის საკუთარ გვერდზე კადიროვი.

ჩეჩნეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საკუთარ ადვოკატს განკარგულება გასცა, მოამზადონ საჩივარი პერჩენკოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ.
“მე და ჩემი სამხედრო მეგობრები რუსეთის მთლიანობისთბვის ვიბრძოდით, ვებრძოდით და ვებრძვით საერთაშორისო ტერორიზმს, განვიკითხავთ მსოფლიო ტერორიზმს. ამავე ბრძოლას სიცოცხლე შესწირა მამაჩემმა, ჩეჩნეთის პირველმა პრეზიდენტმა, რუსეთის გმირმა აჰმატ-ხაჯი კადიროვმა და მისმა ათასობით თანამებრძოლმა. მეფის დროიდან ათასობით ჩეჩენი დებდა რუსეთის იმპერიის ერთგულების ფიცს” – წერს კადიროვი და მოითხოვს დაისაჯონ პროვოკატორები, რომელთაც ეს სასამართლო დადგენილება მიიღეს. მან მოსამართლეს და პროკურორს ასევე “ნაციონალური მოღალატეები უწოდა”.

რამდენიმე ხნის წინ სამხრეთ-სახალინის მოსამართლემ ნატალია პერჩენკომ ექსტრემისტულად აღიარა წიგნი: “ვედრება ღმერთისადმი: მისი მნიშვნელობა და ადგილი ისლამში”.
.

banner
წინა სტატიაშითურქეთში ეთნიკურ ნიადაგზე სამოქალაქო ომის საფრთხეა…
შემდეგი სტატიაცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს