ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
როგორც “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, აყანილია 1995 წელს დაბადებული ლაშა გ.
“შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ლაშა გ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გადამოწმების მიზნით, თბილისში, გელოვანის გამზირზე მოძრავი, “იაგუარის” მარკის
ავტომანქანა გააჩერეს, რომლის ჩხრეკისას, ტომრიდან “ა-კა 74″-ის მოდელის,
არარეგისტრირებული, უნომრო, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 8 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. დადგინდა, რომ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები მგზავრს ეკუთვნოდა”, – აცხადებენ შსს-ში.
უწყების განმარტებით, გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიკადიროვი ყურანის შეურაცხყოფის გამო სახალინელ მოსამართლეს დასჯას ჰპირდება
შემდეგი სტატიასაპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა დაკარგული მცირეწლოვანი ბავშვი იპოვა