იუსტიციის სამინისტროს ახალი თანამშრომლების აყვანასა და ხელფასების გაზრდაზე უარს ამბობს

იუსტიციის მინისტრი მამუკა ახვლედიანის განცხადებას

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, სამინისტროს საბიუჯეტო ასიგნებებიდან მიღებული თანხების შემცირება და ბიუჯეტში დაბრუნება მოუწევს.

როგორც წულუკიანი აცხადებს, თანხების შემცირება ასევე მოუწევს სამინისტროების სსიპ-ებსაც.

„ახლა არის ნათელი, რომ იუსტიცის სამინისტროს და სხვა სამინისტროებს მოგვიწევს ორი რამ გავაკეთოთ, პირველი ის, რომ რაც ბიუჯეტიდან გვაქვს მიღებული, ეს თანხები შევამციროთ და უკან დავაბრუნოთ და მეორე – იმ სამინისტროებს, ვის სსიპ-ებსაც საკუთარი შემოსავალი აქვს, მათაც მოუწევთ გადახედონ საკუთარ ბიუჯეტს. რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს მე უკვე ვიცი, რომ ბიუჯეტში უნდა გადავრიცხო მცხეთის იუსტიციის სახლის თანხა, რომელიც აღარ აშენდება. ასევე, ბორჯობის და თიანეთის იუსტიციის სახლებიდან დარჩენილი თანხები. ასევე ვეღარ აშენდება ორი სოფლის სახლი. ასევე საჯარო რეესტრს მოუწევს საკუთარი სათაო ოფისის დაწყების ნაცვლად, სამი მილიონი ბიუჯეტს გადასცეს და ა.შ.“, – განაცხადა წულუკიანმა.

როგორც წულუკიანი აცხადებს, სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისთის, რომ უწყებაში ხელფასები არ შემცირდეს, თუმცა სამინისტროს მოუწევს უარი თქვას, ახალი თანამშომლების აყვანაზე და ხელფასების გაზრდაზე.

banner
წინა სტატიაში„ახალი სამინისტროს შექმნა წელს პრაქტიკულად გამორიცხულია“
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – “ხუდონჰესის” პროექტზე დეტალები 1-ლი ივლისისთვის გახდება ცნობილი