„ახალი სამინისტროს შექმნა წელს პრაქტიკულად გამორიცხულია“

საზღვარზე ვიზის აღების პრაქტიკა არ აღდგება

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ ბიუჯეტის კორექტირების აუცილებლობიდან გამომდინარე, ახალი სამინისტროს შექმნა როგორც წელს, ასევე მომავალ წელს გამორიცხულია.

როგორც წულუკიანი აცხადებს, მისთვის მთის სამინისტროს შექმნის ინიციატივის შესახებ, ცნობილი არაფერია.

„მთის სამინისტროს იდეის შესახებ არაფერი ვიცი, მაგრამ იმ ძალიან აქტიური დისკუსიიდან გამომდინარე, რაც ათი წუთის წინ ბიუჯეტის შესახებ შედგა, პრაქტიკულად გამორიცხულია ახალი სამინისტროს შექმნა. ყოველ შემთხვევაში წელს და ალბათ მომავალ წელსაც“, – განაცხადა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ მთის სამინისტროს შექმნის ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, გია ჟორჟოლიანი გამოდის. მისი თქმით აღნიშნული უწყება რეგიონების განვითარების შესახებ კანონის აღსრულებას შეუწყობს ხელს.

banner
წინა სტატიაში„პროექტების დაფინანსების კუთხით საკმაოდ რთული წელი იქნება“
შემდეგი სტატიაიუსტიციის სამინისტროს ახალი თანამშრომლების აყვანასა და ხელფასების გაზრდაზე უარს ამბობს