იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, ფოთის იუსტიციის სახლის საზეიმო გახსნა ერთი თვით გადაიდო

იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, ფოთის იუსტიციის სახლის საზეიმო გახსნა ერთი თვით გადაიდო

იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, ფოთის იუსტიციის სახლის საზეიმო გახსნა ერთი თვით გადაიდოსაქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ფოთში იუსტიციის სახლი ააშენა და ის გასახსნელად მზად არის. საზეიმო გახსნა 29 ივნისს იყო დაგეგმილი, თუმცა, თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო, იუსტიციის მინისტრმა გადაწყვიტა, რომ გახსნის ღონისძიება ერთი თვით გადაიდოს.

„ფოთში იუსტიციის სახლის მშენებლობა გასულ შემოდგომაზე დავიწყეთ. ჩვენ ფოთელებისთვის განსაკუთრებული გულისყურით ვარჩევდით დიზაინს და ვიფიქრეთ, რომ საქართველოს საპორტო ქალაქს თეთრი შენობა დაამშვენებდა. ეს ნაგებობა კანონის დაცვით აშენდა და იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ების საკუთარი შემოსავლებით დაფინანსდა. შესაბამისად, მასზე არც სახელმწიფო ბიუჯეტის თანხა დაგვიხარჯავს და, რა თქმა უნდა, არც რომელიმე ბიზნესმენი დაგვიშინებია, როგორც ეს ადრე ხდებოდა. შესაბამისად, ეს უკვე მეორე იუსტიციის სახლია ზუგდიდის მერე, რომელიც არა მხოლოდ კანონის დაცვით და ხარისხიანად აშენდა, არამედ ექსპლუატაციაშიც იქნება მიღებული მანამ, სანამ მასში თანამშრომლები და მოქალაქეები შევლენ. გვინდოდა იუსტიციის სახლის გახსნა ფოთელებისთვის დასამახსოვრებელი ზეიმი ყოფილიყო, თუმცა, დღეს მივიღე გადაწყვეტილება, რომ უბედურებების კასკადის გამო, რაც ჩვენს ქვეყანას დაატყდა თავს, გახსნის საზეიმო ღონისძიება ერთი თვით გადაიდოს. ვიცი, რომ ამ აზრს ბევრი ფოთელი გაიზიარებს“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

ფოთის იუსტიციის სახლი 3 მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურაა, რომლის შენებაც იუსტიციის სამინისტრომ 2014 წლის 17 ნოემბერს დაიწყო და ის ფოთელებს სამასზე მეტ სერვისს ერთი ფანჯრის პრინციპით სწრაფად და ხარისხიანად შესთავაზებს.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო – ვერეს წყალი სასმელად არ გამოიყენება, ამიტომ მასში კანალიზაციის წყლის ჩადინებას პრობლემა არ შეუქმნია
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი – იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ები 8 მლნ ლარს ჩამოიჭრიან და ბიუჯეტში მიმართავენ