თეა წულუკიანი – იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ები 8 მლნ ლარს ჩამოიჭრიან და ბიუჯეტში მიმართავენ

ირაკლი ალასანიას მაშინაც დადებითად ვიხსენიებდი და ახლაც დადებითად მოვიხსენიებ

იუსტიციის სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტში უწყების სსიპ-ების საკუთარი შემოსავლების ნაწილსაც გადარიცხავს. როგორც ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა, საერთო ჯამში საკუთარი შემოსავლებიდან სსიპ-ები 8 მილიონ ლარს ჩამოიჭრიან და სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართავენ. წულუკიანის განმარტებით, ამას დაემატება თავად სამინისტროს მიერ შემცირებული რამდენიმე მილიონი ლარი.
“თავიდან საუბარი იყო უფრო მეტ თანხაზე, თუმცა იუსტიციისა და ფინანსთა მინისტრებს შორის გამართული ძალიან მნიშვნელოვანი ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგად ჩვენ შევჯერდით ორ მიმართულებაზე. პირველი, რომ ის საბიუჯეტო სახსრები, რომელიც წლის დასაწყისში იუსტიციის სამინისტრომ მიიღო, შემცირდება რამდენიმე მილიონით – ეს შეიძლება იყოს 3 მილიონი და დაბრუნდება სახელმწიფო ბიუჯეტში და მეორე – ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული სახსრები, რომელიც შედის იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ების საკუთარ შემოსავლებში. მაგალითად, ჩვენ დავასრულეთ ფოთის იუსტიციის სახლის მშენებლობა, რაზეც არც ერთი თეთრი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ დახარჯულა. ეს სამმილიონიანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ების საკუთარი შემოსავლებით, რადგანაც როცა ხალხი სერვისში იხდის ფულს, მას სჭირდება იცოდეს, რომ შემდეგ ეს ხმარდება რომელიღაც რაიონულ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს. ასე უნდა აშენებულიყო იუსტიციის სახლი მცხეთაშიც, თუმცა ის თანხა, რაც მე ამისთვის მქონდა განსაზღვრული და ეს იყო 4 მილიონი ლარი, მთლიანად მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში. ამას დაემთხვა ისიც, რომ იუნესკომ ჯერჯერობით არ მოგვცა მცხეთის იუსტიციის სახლის მშენებლობის უფლება და წელს, ალბათ, ისედაც ვერ მოესწრებოდა. მთლიანობაში იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ები საკუთარი შემოსავლებიდან და აქ არ ვგულისხმობ ასიგნებებს, 8 მილიონ ლარს ჩამოიჭრიან და მიმართავენ სახელმწიფო ბიუჯეტში”, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, ფოთის იუსტიციის სახლის საზეიმო გახსნა ერთი თვით გადაიდო
შემდეგი სტატიაგიგლა აგულაშვილის განცხადებით, 13 ივნისს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაცია შესაბამის უწყებებს ჰქონდათ