ირაკლი ღარიბაშვილმა უვიზო მიმოსვლაზე მიღებული კანონის გაუქმებაზე ისაუბრა

პრემიერი საზოგადოებას თსუ-ის დაარსების 97-ე წლისთავს ულოცავს

მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ისაუბრა. ხელისუფლებამ ერთი წლის წინ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა და გარკვეული ქვეყნების მოქალაქეებს სავიზო რეგულაციები ისევ გაუმარტივა.

“ჩვენ უკვე გადავწყვიტეთ, რომ უცხოელი მოქალაქეებისთვის მოიხსნას აქამდე არსებული მთელი რიგი შეზღუდვები, იმ ქვეყნებთან, ვისთანაც გვქონდა უვიზო მიმოსვლა გავაუქმეთ 90 დღიანი ლიმიტი და ამ ქვეყნებთან დავადგინეთ ერთ წლიანი ლიმიტი. ასევე, დავამტკიცეთ იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა ვიზების ან ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელებს შეუძლიათ საქართველოში უვიზო შემოსვლა, ნებისმიერი ქვეყნის, ე.წ. მესამე ქვეყნის მოქალაქეებს რომელთაც აქვს შენგენის, ევროკავშიორის ან მთავრობის მიერ დადგენილი 50 ქვეყნიდან ერთერთი ქვეყნის ვიზა ან ბინადრობა მაინც, საქართველოში ვიზის გარეშე შემოვლენ,”-განახცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილმა ბიუჯეტის ტელეკამერების გარეშე განხილვა გადაწყვიტა
შემდეგი სტატია“კანონის უზენაესობის ინდექსში საქართველო 29-ე ადგილს იკავებს,” – ირაკლი ღარიბაშვილი