ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ ქინძის განცხადებებზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებთ

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უკრაინულ ვებ-გვერდზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით სერიოზული განცხადებების გაკეთებას არ აპირებს.

ღარიბაშვილის თქმით, სასაცილოა, როდესაც ოდესის გუბერნატორი საკუთარ თავს ქინძს ეძახის.

ებებზე ვერ გავაკეთებთ სერიოზულ კომენტარს. მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ დღეს სახელმწიფო არის იმაზე უფრო მეტად ძლიერი, ვიდრე ეს იყო სამი წლის წინ. იმიტომ, რომ დღეს ჩვენ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც კანონის უზენაესობა იქნება ყოველთვის დაცული და არც ერთი მოქალაქე არ იქნება კანონზე მაღლა – ვერც ქინძი და ვერც ნებისმიერი სხვა მოქალაქე”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
უკრაინული ვებგვერდი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და მომღერალ სოფო ნიჟარაძეს შორის სატელეფონო საუბარს აქვეყნებს. გამოქვეყნებულ ჩანაწერში მიხეილ სააკაშვილი სავარაუდოდ პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრის შესახებ საუბრობს.
“ვიყავი პოროსთან და მოვედი უკან, ახლა დავამთავრე”, – ამბობს სააკაშვილი. ამის შემდეგ სააკაშვილი და ნიჟარაძე საუბრობენ თუ როდის გადაწყვეტს გარკვეულ საკითხს, თუმცა რა ამბავს გულისხმობენ, უცნობია. გარდა ამისა, სააკაშვილი ეუბნება ნიჟარაძეს, რომ “მანდ სისხლისღვრა იქნება”.
“სტო პრო” იქნება ქინძი ვიყო”, – ამბობს სააკაშვილი.

 

https://www.youtube.com/watch?v=VfWiehRbAkA

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე:წერეთ და იკითხეთ,ბატონო ბიძინა–ჩვენ ამ ომს მოვიგებთ !!!!
შემდეგი სტატიათბილისის საქალაქო სასამართლო “რ 2”-ის საქმეზე განცხადებას ავრცელებს