“როგორც მოსალოდნელი იყო თამაზ ურთმელიძემ წაიკითხა შუშის სასახლეში ივანიშვილის სიმპათიური ბიჭუნასათვის დაწერილი გადაწყვეტილება.
წერეთ და იკითხეთ,ბატონო ბიძინა..შემდეგი პროცესი ამჯერად,”ქრონიკა+”-ის წინააღმდეგაა.მოსამართლე ისევ თამაზ ურთმელიძე.
ბრძოლა გრძელდება.
ჩვენ ამ ომს მოვიგებთ !!!!“-ასე ეხმიანება გაზეთ “ქრონიკა+”–ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს, რომლის მიხედვითაც ქიბარ ხალვაშს “რუსთავი 2”-ის წილები სრულად აღუდგა.