ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო რწმუნებულებს შეხვდა

სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი მილიონობით ლარია

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო რწმუნებულებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაიცით, საუბარი შეეხო რეგიონებში არსებულ მდგომარეობას. პრემიერმა გუბერნატორებისგან მოისმინა ინფორმაცია მიმდინარე პროექტების შესახებ. მთავრობის მეთაური ასევე დაინტერესდა, რამდენად არიან მზად რეგიონები ტურისტული სეზონისთვის.
შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ამაშუკელი დაესწრო.

banner
წინა სტატიაშიმერიაში აცხადებენ, რომ პრესსამსახურის ხელმძღვანელი შვებულებაშია
შემდეგი სტატიაბათუმის დელფინარიუმის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს