ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარ პრესსამსახურს შენიშვნას აძლევს

ვის დაემუქრა ღარიბაშვილი კოალიციიდან გაშვებით

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარ პრესსამსახურის შენიშვნას აძლევს. ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრესსამსახურს მიმართა , შემდგომი პრესკონფერენციებისას მეტი ყურადღება მიაქციონ, რომ კითხვის დასმის საშუალება ყველა მედიასაშაულებას თანაბრად მიეცეს.

“მსურს, კიდევ ერთხელ განმარტება გავაკეთო, რადგანაც გარკვეული შეკითხვები დაისვა გასულ კვირას ჩემს მიერ გამართულ პრესკონფერენციასთან დაკავშირებით. მე მინდა, პრესსამსახურს მივმართო, რომ მომავალში პრესკონფერენციების გამართვის დროს ყველას მისცეს თანაბრად უფლება და საშუალება, დამისვან შეკითხვა. მე ვიცი, რომ გაზეთებს არ მიეცათ კითხვის დასმის საშაულება. ეს მიიღეთ როგორც შენიშნვა და გამოასწორეთ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისტამბულში ერდოგანის პარტიის ოფისზე თავდასხმა მოხდა
შემდეგი სტატიაყირიმული ტელეკომპანია ATR-ს ბოლო წუთები (ვიდეო)