სტამბულში ერდოგანის პარტიის ოფისზე თავდასხმა მოხდა

გუშინდელი ტერაქტის შემდეგ სტამბული დღესაც პოლიციის სპეცნაზისა და უშიშროების ძალების  სამოქმედო არენად იქცა…

დღეს, თურქეთის მმართველი პოლიტიკური ძალის, სამართლიანობისა და აღორძინების პარტიის სტამბულის ოფისში ორი შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომლებმაც შენობიდან იქ მყოფთა უმეტესობა გამოყარა… თავდამსხმელები ყვიროდნენ ანტისამთავრებო ლოზუნგებს… ავიდნენ მე-7-ე სართულზე ერთერთ კაბინეტში და მისი ფანჯრებიდან ხანჯალ მიხატული თურქეთის დროშა გადმოფინეს…

თურქული მედიის ცნობით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოყოლია… სპეცსამსახურების მიერ ამ დროისთვის ორივე თავდამსხმელი დაკავებულია. მიმდინარეობს თავდამსხმელთა ვინაობის დადგენა და ინციდენტის გამოძიება.

banner
წინა სტატიაშიე.წ. კაბელების საქმის განხილვა გადაიდო-ალასანიას პირველი კომენტარი
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი საკუთარ პრესსამსახურს შენიშვნას აძლევს