ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის არსებული რეზიდენცია არსებითად არ შეესატყვისება მის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას

“პრეზიდენტის არსებული რეზიდენცია, ანუ შენობა, სადაც დღეს მუშაობს პრეზიდენტი, არსებითად არ შეესატყვისება მის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას” – ასეთი პოზიცია აქვს ქართული ოცნების აღმასრულებელ მდივანს.

ასევე კონსტიტუციონალისტი ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ პრეზიდენტის რეზიდენციის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება მთავრობის უფლებამოსილებაა. მისი თქმით, სწორედ მთავრობის პრეროგატივას წარმოადგენს რეზიდენციის საკითხის სამართლებრივი მოწესრიგება.

“2013 წლის შემდეგ პრეზიდენტი აღარ არის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური. შესაბამისად, ის აღარ არის ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის ლიდერი. ეს არის არსებითი ცვლილება, რომელიც სხვადასხვა სახით უნდა აისახოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე” – ამბობს კობახიძე ერთ-ერთ სააგენტოსთან ინტერვიუში.

banner
წინა სტატიაშიპეტრე ცისკარიშვილი: ქართული ოცნების ერთ-ერთ მთავარ ამოცანად რჩება პრეზიდენტის შევიწროვება
შემდეგი სტატიაისლამურმა სახელმწიფომ და თალიბანმა ერთმანეთს ჯიჰადი გამოუცხადეს