პეტრე ცისკარიშვილი: ქართული ოცნების ერთ-ერთ მთავარ ამოცანად რჩება პრეზიდენტის შევიწროვება

ათონილის რეზიდენცია მთავრობასა და პრეზინდეტს შორის მორიგი დაპირისპირების საგანი არ უნდა გახდეს – აცხადებენ საპარლამენტო უმრავლესობაში და იმედოვნებენ, რომ გიორგი მარგველაშვილი საბოლოოდ ათონელზე განთავსებულ რეზიდენციაში გადავა.

ზურაბ ტყემალაძის თქმით, პრეზიდენტი ჩართული იყო ათონელის ქუჩაზე რეზიდენციის მოწყობის პროცესში. დეპუტატის განმარტებით, დანარჩენი მთავრობის გადასაწყვეტია, რადგან ყველა რეზიდენცია მთავრობის იურისდიქციაშია.

განსხვავებულად ფიქრობს ნაციონალური მოძრაობა. “ქართული ოცნების ერთ-ერთ მთავარ ამოცანად რჩება პრეზიდენტ მარგველაშვილის შეზღუდვა და შევიწროვება, რისი შემადგენელი ნაწილიც არის მისი საპრეზიდენტო ოფისებიდან გამოსახლება და ახალ შენობაში გადაყვანა.” – აცხადებს პეტრე ცისკარიშვილი.

თავისუფალი დემოკრატები მიიჩნევენ, რომ საკითხი მხოლოდ პრეზინდეტის გადასაწყვეტია.

banner
წინა სტატიაშიცივი და ნალექიანი ამინდი საქართველოში 24 აპრილის ჩათვლით შენარჩუნდება
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის არსებული რეზიდენცია არსებითად არ შეესატყვისება მის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას