“იმედი მაქვს, მოსამართლე არ იხელმძღვანელებს პოლიტიკური კონიუნქტურით”

„იმედი მაქვს, რომ დღეს მოსამართლე იღელმძღვანელებს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით და არა პოლიტიკური კონიუნქტურით” -ეს განცხადება გიგი უგულავას ადვოკატმა, ოთო კახიძემ გააკეთა და უგულავას გათავისუფლების იმედი გამოთქვა.

ოთო კახიძემ ასევე ისაუბრა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გოგინაშვილზე და ის ხელისუფლების პოლიტიკური დაკვეთების შესრულებაში დაადანაშაულა.

ამ წუთებში საქალაქო სასამართლო გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე მსჯელობს. დღეს გახდება ცნობილი პროკურატურის პოზიცია დაცვის მხარის შუამდგომლობასთან დაკავშირებით, რომელიც უგულავას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, თბილისის ყოფილი მერის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შეუამდგომლობა დაცვის მხარემ რამდენიმე დღის წინ დააყენა.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთით ტუროპერატორები დაინტერსედნენ
შემდეგი სტატია“უკრაინაში ვიზიტზე მუშაობა მიმდინარეობს, შესაძლოა, მასში მონაწილეობა პარლამენტარებმაც მიიღონ”