“იმედი გვაქვს, საქართველოს ტერიტორული მთლიანობის საკითხი გაერო-ს პრიორიტეტებში მაღალ დონეზე იქნება”

აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაფართოება შეუძლებელია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და გაერო-ს გენერალური მდივნის შეხვედრა, დადებითად შეაფასა.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრს გაერო-ს გენერალურ მდივანთან ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა.

“გაერო-ს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი. მან გამოთქვა შეშფოთება ბორდერიზაციის პროცესთან დაკავშირებით და რეგიონში კონფლიქტის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე. პრემიერ-მინისტრმა დეტალურად გააცნო საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული სიტუაცია და ხაზი გაუსვა ქართველებს, ოსებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენის აუცილებლობას. ასევე, ჩვენს მიერ გადადგმულ და მომავალში გადასადგმელ ნაბიჯებს. საუბარი შეეხო ჟენევის ფორმატს. გენერალურმა მდივანმა, ყველა ამ საკითხისადმი, საქართველოს პოზიციაზე, მკაფიო მხარდაჭერა გამოხატა, რაც ჟენევის ფორმატში განიხილება. იმედი გვაქვს, რომ გაერო-ს პრიორიტეტებში მაღალ დონეზე იქნება საქართველოს ტერიტორული მთლიანიბის, სუვერენიტეტის და დევნილების დაბრუნების საკითხი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კაკაბაძე: იგივე ხდება, რასაც აკეთებდნენ “ნაციონალები”
შემდეგი სტატიაგეგა გობეჯიშვილი სასამართლო პროცესი დაიწყო