ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო განცხადებას ავრცელებს

ilias-universitetei2015 წლის 2 ნოემბერს გავრცელდა საქართველოს საპატრიარქოს განცხადება, რომელიც ეხება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 24 ოქტომბერს ჩატარებულ კონფერენციასა და მის ვიზუალურ მასალას.

აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო აცხადებს:

– ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობისა და უნივერსიტეტის წესდების თანახმად, ვალდებულია უზრუნველყოს პროფესორის აკადემიური თავისუფლება, რაც გულისხმობს მეცნიერული ინტერესის მქონე ნებისმიერ თემაზე მსჯელობის შესაძლებლობას;

– ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საზოგადოებას არასოდეს ჰქონია ვინმეს შეურაცხყოფისა და სამოქალაქო სიმშვიდის დარღვევის განზრახვა;

– ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის დაიცავს თავისი პროფესორებისა და სტუდენტების გამოხატვის თავისუფლებას ნებისმიერი ინსტიტუტის ცენზურისგან;

– ადამიანებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მათი უფლებები დაირღვა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული კონფერენციით, აქვთ შესაძლებლობა, მიმართონ შესაბამის სამართლებრივ გზებს.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის გენპროკურორს ესროლეს… (VIDEO)
შემდეგი სტატიაექსპერტები რუსული თვითმფრინავის ჩამოვარდნას სალონში ბომბის აფეთქებას უკავშირებენ…