უკრაინის გენპროკურორს ესროლეს… (VIDEO)

2 ნოემბერს საღამოს 10 საათისთვის , კიევში გენერალურ პროკურატურის შენობაში, მაშინ როდესაც უკრაინის გენპროკურორი ვიქტორ შოკინი თავის ხელქვეითებთან თათბირს ატარებდა, მისი კაბინეტის ფანჯარას ცეცხლსასროლი იარაღიდან 2 ტყვია ესროლეს…

უკრაინული მედიით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საბედნიეროდ არავინ დაშავებულა… შემთხვევის ადგილზე მაშინათვე გავიდა უკრაინის უშიშროების სამსახურის ოპერატიულ-სამძებრო ჯგუფი, რომლის წევრებიც საგამოძიებო მოქმედებების პარალელურად დამნაშავის დაკავების ოპერაციასაც შეუდგნენ… თავიდანვე მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ სროლა სნაიპერული შაშხანიდან განხორციელდა, მოგვიანებით ეს ინფორმაცია უარყოფილი იქნა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გენპროკურორზე თავდასხმა შესაძლებელია ახალშექმნილი უკრაინული ოპოზიციური პარტიის ,,უკროპის,, ლიდერის, დნეპროპეტროვსკის ყოფილი გუბერნატორის,  ოლიგარქ კოლომოისკის მოადგილის გენადი კორბანის დაკავებას შეიძლება უკავშირდებოდეს.

www.timer.ge

/იხილეთ ვიდეო/

banner
წინა სტატიაშითუ ევროპაში გინდა… გადააგდე სიგარეტი! – ანა დოლიძე მოგვიწოდებს…
შემდეგი სტატიაილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო განცხადებას ავრცელებს