“ივანიშვილმა ხელისუფლების არჩევნებით შეცვლის გზა აირჩია, რაც სწორია” – ზურაბ ადეიშვილი

ზურაბ ადეიშვილი ციხეში არსებულ ვითარებას ნაციონალური მოძრაობის პრობლემად აფასებს

ზურაბ ადეიშვილმა გადაცემა არჩევანთან ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის პროცესი შეაფასა და თქვა, რომ “ივანიშვილმა არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის გზა აირჩია, რაც სწორი გადაწყვეტილება იყო”.

“საქართველოს მოსახლეობა არ იმსახურებს იმას, რომ სადღაც, კულისებს მიღმა ფორმდებოდეს გადაწყვეტილებები ორ ადამიანს შორის ხელისუფლების გადაბარების შესახებ. ბუნებრივია, ჩვენთვის ეს აბსოლუტურად მიუღებელი იყო. ჩვენთვის შეუძლებელია, რომ ვიღაცას ხელისუფლება აჩუქო, გადააბარო. მან არჩევნების გზა აირჩია და შესაბამისად, არჩევნებითაც მოვიდა ხელისუფლებაში. ხელისუფლების გადაბარებაზე კი მიიღო ცალსახა უარი,” – ამბობს ზურაბ ადეიშვილი.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ადეიშვილის მტკიცებით, ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის სურვილის შესახებ ხელისუფლებას ინფორმაცია ჰქონდა
შემდეგი სტატია“ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა იყო კანონიერი, მაგრამ არასწორი ნაბიჯი” – ზურაბ ადეიშვილი