ივანიშვილი: არ ვიცნობ პატრიოტთა ალიანსს, გამორიცხულია, რომ მათ კანდიდატს მხარი დავუჭირო

ბიძინა ივანიშვილის თქმით ის საგარეჯოს შუალედურ არჩევნებში ”ქართული ოცნების” კანიდატს უჭერს მხარს. ეს განცხადება ივანიშვილმა ირმა ინაშვილის შეთავაზების საპასუხოდ გააკეთა. ”პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ბიძინა ივანიშვილს მისი კანიდატურის მხარდაჭერას სთავაზობდა:

“მე მივმართავ საგარეჯოელებს, რომ მხარი დაუჭირონ თამარ ხიდაშელს, რომელიც არის ჩემი ჩამოყალიბებული პარტიის წევრი და რა თქმა უნდა მე მას ვუჭერ მხარს. მე მართალი გითხრათ არ ვიცნობ პატრიოტთა ალიანსს და გამორიცხულია, რომ მათ კანდიდატს მხარი დავუჭირო.”- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ”იმედის”ეთერში.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილი მარგველაშვილთან დაპირისპირების ფაქტებზე საუბრობს
შემდეგი სტატიათავისუფალი დემოკრატები პრემიერის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავენ