ივანიშვილი მარგველაშვილთან დაპირისპირების ფაქტებზე საუბრობს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ მედიის თავისუფლების დაცვა ყველა პოლიტიკოსის ვალდებულებაა. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა არჩევანში ისაუბრა და თქვა, რომ რუსთავი 2-ს არა მხოლოდ პრეზიდენტის, არამედ ყველა პოლიტიკოსის მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს. „მედიის თავისუფლების ნაწილში თქვენ არა მხოლოდ არჩეული პრეზიდენტის იმედი უნდა გქონდეთ, არამედ ყველა პოლიტიკოსის იმედი უნდა გქონდეთ და სხვათა შორის აქტიურად უნდა მუშაობდეთ ამ იმედის მოსაპოვებლად,“ - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი. საქართველოს პრეზიდენტის თქმით ყველა პოლიტიკოსის ვალდებულებაა მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა. მიუხედავად იმისა მოსწონს თუ არა ის. „თუ თქვენ განცდა გაქვთ, რომ თქვენი უფლებები ილახება, გარწმუნებთ, რომ ქართული სასამართლო მივა იმ გადაწყვეტილებამდე, რომელიც ჩემის ღრმა რწმენით იქნება სამართლიანი,“ - ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა მასსა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის დაპირისპირებაზე ტელეკომპანია “იმედთან” ინტერვიუში ისაუბრა.

„ერთ-ერთი კამათის საგანს შევახსენებ მარგველაშვილს. რაც გარეთ არ გამომიტანია ერთ-ერთს გავიხსენებ და კიდევ ბევრს გავიხსენებ და გარეთ გამოვიტან რა ხდება რეალურად და დავხატავ სურათს, ოღონდ ახლა არა, როდესღაც. სანამ ჩვენი მოთხოვნით დავშორდებოდით. მე ვუთხარი, მეტი აღარ დარეკო-თქო და დავემშვიდობე.

იყო ბობოყვათის აგარაკი. მოისურვა ბობოყვათის აგარაკი. მე ვუთხარი როგორ უნდა იკადრო ბობოყვათის აგარაკი? ეს არ იყო მისი კუთვნილება და რა თქმა უნდა, არავინ არ მისცემდა. ეს თემაც ნამდვილად იყო ჩვენი კამათის და უთანხმოების მიზეზი”,- განაცხადა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაში„პრეზიდენტი კვლავ ითხოვს მთავრობის სხდომის მოწვევას გაზპრომის საკითხზე“
შემდეგი სტატიაივანიშვილი: არ ვიცნობ პატრიოტთა ალიანსს, გამორიცხულია, რომ მათ კანდიდატს მხარი დავუჭირო