იაპონიის კუნძულზე მიწისძვრა მოხდა

იაპონიის კუნძულ ჰონსიუზე 6.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში, 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. იაპონური მედიის ინფორმაციით, ივატეს პრეფექტურაში ცუნამის საშიშროება გამოცხადდა. ამ დროისთვის რეგიონის სანაპირო ქალაქებში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საგანგებო ბრიფინგს გამართავს
შემდეგი სტატიაევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ე.წ. მატროსოვის ციხეში მივიდა