“თქვენი მინისტრი ეკონომიკის გაგებაში არ არის”-მაჭავარიანი ფინანსთა მინისტრის მოადგილეს პასუხობს

ბიუჯეტის განხილვისას ხმაური იყო უმცირესობის სხდომაზე, რომელსაც დღეს ნოდარ ხადური არ დასწრებია. ცვლილებების პროექტი დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გააცნო.

ნაციოანლურმა მოძრაობამ არასწორად დაგეგმილი ბიუჯეტის გამო ფინანსთა მინისტრი გააკრიტიკა.

“ჩვენი მოსახლეობა გაღარიბდა 7 მილიარდი ლარით, ეს არის უგუნური პოლიტიკის შედეგი, დარწმუნებული ვარ, რომ პირადად თქვენ ეწინააღმდეგებოდით ამ პოლიტიკას, ოღონდ არა თქვენი მინისტრი, რომელიც გაგებაში არ არის ეკონომიკის. მაგას მართლა შოკუნია გონია,” – განუცხადა მიხეილ მაჭავარიანმა ნოდარ ხადურის მოადგილეს.

banner
წინა სტატიაშიეკა ხერხეულიძე ფინანსთა მინისტრს მატყუარას უწოდებს
შემდეგი სტატია“დინამო თბილისი” მორიგ საფეხბურთო სკანდალზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს