“თუ რუსეთი და პრორუსი სეპარატისტები არ შეასრულებენ შეთანხმების პირობებს, ეს უფრო ძვირად დაუჯდებათ მათ” – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

თეთრმა სახლმა საბერძნეთს და ევროკავშირს კომპრომისისკენ მოუწოდა

“თუ რუსეთი და პრორუსი სეპარატისტები არ შეასრულებენ შეთანხმების პირობებს, ეს მათ უფრო ძვირად დაუჯდებათ,” – ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკმა “მინსკი2-ის” შეთანხმების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით გააკეთა.

უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით, ჯონ კერისა და სერგეი ლავროვს შორის მორიგი სატელეფონო საუბარი შედგა.

ვაშინგტონი მოსკოვს აფრთხილებს, რომ მინსკის შეთანხმების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დამატებით ზომებს მიიღებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, კერიმ რუს კოლეგას იერიშების დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოსთხოვა.

გერმანიის კანცლერმა კი განაცხადა, რომ ევროპას რუსეთთან პარტნიორობის აღდგენა სურს, თუმცა ამ ეტაპზე ყველაფერს გააკეთებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის.

“ჩვენ გვინდა რუსეთი იყოს ევროპის პარტნიორი. ჩვენ არ გვინდა მის წინააღმდეგ ყოფნა,” -განაცხადა ანგელა მერკელმა.

banner
წინა სტატიაშისაცხოვრებელი ბინის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი, 20%-ის ნაცვლად, 5%-ით დაიბეგრება
შემდეგი სტატიასახელმწიფო ოთხ რაიონულ საავადმყოფოს გამოისყიდის