,,თუ ვინმე იქნება ბატონი ზურას დამცველი, ერთ-ერთი პირველი ვიქნები მე”

ირაკლი ღარიბაშვილი - გამოვარჩიოთ ჟურნალისტები, რომლებიც 13 ივნისის ღამეს მუშაობდნენ ყველაზე ცხელ წერტილში და დავაჯილდოვოთ

ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო შტაბის სხდომაზე განაცხადა, რითაც საზოგადოებას მიმართა.
პრემიერის განმარტებით, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების მიუხედავად, აუცილებელია “ყველამ ვაკეთოთ ჩვენი საქმე”.
ამასთან, მთავრობის მეთაური ალბინოსი ვეფხვის მიერ მამაკაცის დაგლეჯის დღევანდელ შემთხვევასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიუხედავად პროკურატურის მიერ ძიების დაწყებისა, დიდი ალბათობით, ეს იყო ტრაგიკული შემთხვევა.
რაც შეეხება გავრცელებულ მოსაზრებას, რომ ხელისუფლებამ მომხდარის გამო შესაძლოა ზოოპარკის დირექტორი დააკავოს, პრემიერის თქმით, თუ ვინმე იქნება მისი დამცველი, პირველ რიგში იქნება თავად.
“ჩვენთვის რა თქმა უნდა მძიმე იყო ის, რაც მოხდა დღეს და ზოგადად ამ დღეების განმავლობაში. ერთ-ერთი გამორჩეული, რომლის თავზეც გადაიარა ამ კრიზისმა, არის ბატონი ზურა. მე ასევე გეტყვით, რომ თუ ვინმე იქნება ბატონი ზურას დამცველი, ერთ-ერთი პირველი ვიქნები მე, იმიტომ, რომ თავისი საქმის ღირსეული პროფესიონალია და მართლაც ყველაზე მეტად მან განიცადა ის, რაც მოხდა – ზოოპარკის განადგურება, ცხოველების განადურება. ამის მიუხედავად, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე. ყველა ადამიანმა უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე. არ უნდა შევეცადოთ გარკვეული სპეკულაციის შემოტანას და არც არავის მივცეთ ამის საშუალება. ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
გარდა ამისა, პრემიერმა ზოოპარკის გარეთ არსებულ მტაცებელ ცხოველებზეც ისაუბრა და საზოგადოებას ქუჩაში მათი დაფიქსირების შემთხვვაში 112-ზე დროულად დარეკვისკენ მოუწოდა.
“რაც შეეხება იმას, რომ დღეს ადამიანი გარდაიცვალა, ამის თაობაზე საქართველოს მთავარი პროკურატურა ვალდებული იყო დაეწყო მოკვლევა. ამასთან დაკავშირებით შესაძლოა სხვადასხვა ადამიანი იყოს მოწმის სახით დაკითხული, თუმცა, ამაში უჩვეულო არაფერი არ არის. ეს არის ჩვეულებრივი პროცედურები. ყველაფერს გამოძიება დაადგენს, თუმცა ყველანი კარგად ვხვდებით, რომ საქმე გვაქვს მაღალი ალბათობით ტრაგიკულ, უბედურ შემთხვევასთან. სამწუხაროდ, ეს არის ძალიან დიდი უბედურება, რომელიც იმ კონკრეტულ, დაღუპულ ადამიანს შეეხო, თუმცა,Aახლა მთავარია შევინარჩუნოთ სიმშვიდე. ვინაიდან დადასტურებული ინფორმაციით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რამდენიმე ცხოველი ერთი ან ორი, მაღალი ალბათობით, ჯერ კიდევ არის ზოოპარკის საზღვრებს მიღმა. მინდა მოსახლეობას მოვუწოდო, რომ ასეთი ცხოველის დაფიქსირების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დარეკოთ 112-ზე. ამის შემდეგ გომელაურის უწყება უზურნველყოფს დროულად მოხდეს ადგილის დათვალიერბა და შემოწმება”, – აღნიშნა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიჯანდაცვის სამინისტრო ანტიტეტანურ ვაქცინასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიადრამატული ნადირობა ვეფხვზე (ფოტოები)