თინა ხიდაშელი: ვინც ფიქრობს რომ აქვს უტყუარი ინფორმაცია წარსულში ჩადენილი რომელიმე დანაშაულის შესახებ მოგვაწოდონ სამინისტროში

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მეუღლის განცხადებას ეხმაურება. ნანა თეთრაძის თქმით, ადამიანები, რომლებიც მისი ქმრის წამებაში მონაწილეობდნენ, თავდაცვის სამინისტროში ახლაც თანამდებობებზე არიან. თინა ხიდაშელის თქმით ის მზად არის ხვალიდან შეხვდეს იმ ადამიანებს, რომლებიც ფლობენ უტყუარ ინფორმაციას, მამხილებელ მასალებს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიერ წარსულში ჩადენილი დანაშაულებების შესახებ.

“დღეს გავეცანი ამ ინფორმციას.
ჩემი როგორც მოქალაქის, იურისტის და პოლიტიკოსის პოზიცია უკვე მრავალი წელია საყოველთაოდ ცნობილია და ვფიქრობ განსაკუთრებულს ვერაფესრ ვიტყვი.
ამჯერად უკვე როგორც თავდაცვის მინსტრმა მინდა მივმართო ყველას, ვისაც შესაძლოა რაიმე მტკიცებულება, მამხილებელი მასალები, ინფორმაცია, დოკუმენტები გააჩნდეს წარსულში, თავდაცვის სამინისტროში ამ ან სხვა მსგავსი დანაშაულების შესახებ.
თავდაცვის სამინისტროში, ისევე როგორც არც ერთ სახელმწიფო დაწესებულებაში არ არის ადგილი არც ერთ ადამიანის ვინც შესაძლოა ორგანიზატორი, თანამონაწილე ან შემსრულებელი ყოფილიყო ადამიანების წამებისა და მკვლელობის უმძიმეს დანაშაულებში. სახელმწიფოს პასუხი ასეთ შემთხვევბში სრულიად ცალსახა უნდა იყოს და ამ ადამიანებმა, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგონ პასუხი.
ამასთანავე, ჩემთვის როგორც თავდაცვის მინისტრისთვის სრულიად მიუღებელია ნებისმიერ დაუსაბუთებელი ბრალდება რომელიც ამ დაწესებულების დისკრედიტაციას ახდენს და სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს მისი როგორც უწყების, ასევე ყოველი თანამშრომლის, ოფიცრის ღისების დასაცავად.
შესაბამისად, მინდა მივმართო ნებისმიერ ადამიანს ვინც ფიქრობს რომ აქვს კონკრეტული მტკიცებულებები, უტყუარი ინფორმაცია წარსულში ჩადენილი რომელიმე დანაშაულის შესახებ მოგვაწოდონ სამინისტროში.
პირადად ჩემთვის, როგორც თავდაცვის მინისტრისათვის ამაზე უფრო მნიშვნელოვანი არაფერია ვიდრე ვიდგე უწყების ღირსების სადარაჯოზე და შესაბამისად, უმწიკვლოდ ვემსახუროთ საქართველოს.
სწორედ ამიტომ მზად ვარ ხვალიდან შევხვდე ნებისმიერ ადამიანს ვინც კიდევ ერთხელ ვაცხადებ ფლობს მტკიცებულებებს, უტყუარ ინფორმაციას და დაგვეხმარება დამნაშვეების დასჯასა და მსგავსი ტიპის მძიმე საქმეებზე პასუხის გაცემაში”,-წერს ხიდაშელი სოციალურ ქსელში

banner
წინა სტატიაშიკონკურენცია Apple-სა და Spotify-ს შორის – ვინ გაყიდის მეტ მუსიკას
შემდეგი სტატიაToyota-ს ტოპ-მენეჯერი ნაკოტიკების კონტრაბანდაზე დაიჭირეს