Toyota-ს ტოპ-მენეჯერი ნაკოტიკების კონტრაბანდაზე დაიჭირეს

Toyota-ს ტოპ-მენეჯერი სამსახურიდან წავიდა

toiot-presamsaxuავტოკონცერნ Toyota-ს ტოპ მენეჯერი ჯული ჰემპი იაპონიაში ნაკოტიკების კონტრაბანდაზე დაიჭირეს.
55 წლის ამერიკელი კომპანიაში საზოგადოებასთან ურთიერთობის განხრით მუშაობდა. ის იაპონიის ნარირას აეროპორტში იქნა დაკავებული.
მესაზღვრეებმა გზავნილში, რომელიც მის სახელზე იყო, გამაყუჩებელი ნივთიერება იპოვეს, რომელიც ოკსიკოდონს შეიცავს და ონკოავადმყოფებს ენიშნებათ.
იაპონიაში აკრძალულია ოკსიკოდონის შეტანა, რომელიც ნარკოტიკულ ნივთიერებებს შეიცავს, თუმცა, ამასთანავე, ტაბლეტების ექიმის რეცეპტით მიღება შესაძლებელია.
ჰემპმა განაცხადა, რომ მან არ იცოდა აღნიშნული აკრძალვის შესახებ და რომ ის წამალს ქრონიკული ტკივილებისას იყენებს. მოგვაინებით კი აღიარა, რომ წამლები მას არ ეკუთვნოდა.
ავტოკონცერნის ხელმძღვანელობამ შექმნილი ვითარების გამო ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ მათმა თანამშრომელმა იაპონური კანონის აკრძალვის შესახებ არ იცოდა.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: ვინც ფიქრობს რომ აქვს უტყუარი ინფორმაცია წარსულში ჩადენილი რომელიმე დანაშაულის შესახებ მოგვაწოდონ სამინისტროში
შემდეგი სტატიაციპრასი კრედიტორების პირობებს დათანხმდა