თვითმხილველების ინფორმაციით მუხიანში ორი ადამიანის მკვლელი ციხიდან ახალი გამოსულია

ავტოსაგზაო შემთხვევას 3 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

თვითმხილველთა ინფორმაციით, მუხიანში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი და მოკლული პირები მეზობლები იყვნენ. როგორც თაიმერს შემთხვევის თვითმხილველმა ადგილობრივებმა განუცხადეს, ისინი ერთ კორპუსში ცხოვრობდნენ. მათივე ინფორმაციით, მკვლელობის მომენტში დანაშაულში ეჭვმიტანილი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის ყოფილი პატიმარია და ციხიდან ცოტა ხნის წინ გამოვიდა.

“როგორც ამბობენ, მკვლელი მთვრალი იყო. იარაღი ჰქონდა და წინ და უკან ატრიალებდა. მოკლულებმა ურჩიეს, რომ იარაღი შეენახა, რადგან ეზოში ბავშვები იყვნენ, მან კი აიღო და ამ ადამიანებს ესროლა”, – აცხადებენ ადგილობრივები.

თვითმხილველების ინფორმაციით, ორივე მოკლულს ჭრილობა გულის არეში აქვს მიყენებული.

banner
წინა სტატიაშიფინანსთა მინისტრი ევროსაბჭოს ეკონომიკური დანაშაულისა და თანამშრომლობის განყოფილების წარმომადგენელს შეხვდა
შემდეგი სტატიაგიორგი მღებრიშვილი ავღანეთში გმირულად დაღუპული ჯარისკაცის გადმოსვენების ცერემონიას დაესწრო