თბილისის მერია სტიქიით დაზარალებული მეწარმეებისთვის იაფი სესხის გაცემის პირობებს ამარტივებს

თბილისის მერია, „მეწარმეობის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში, სტიქიით დაზარალებული მეწარმეებისთვის იაფი სესხის გაცემის პირობებს ამარტივებს.

ამის შესახებ დღეს, თბილისის მერიაში მიმდინარე მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი. დედაქალაქის მთავრობამ თბილისის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში მოიწონა ცვლილებების პროექტი, რომელიც გარკვეული კატეგორიის მეწარმეებისთვის სესხის შეღავათიანი პირობებით გაცემას ითვალისწინებს.

ცვლილება მეწარმეებს საშუალებას მისცემს, იაფი სესხი წლიური 6%-ის ნაცვლად, 3%-ად მიიღოს. ცვლილება ასევე ითვალისწინებს სესხის პერიოდის 60-დან 84 თვემდე გაზრდას. სესხის გადახდის შეღავათიანი პერიოდი კი, 6-12 თვის ვადით, საფინანსო ორგანიზაციის მიერ ინდივიდუალურად დადგინდება.

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მოწონებული ცვლილებების პროექტი დასამტკიცებლად საკრებულოს გადაეგზავნება. საკრებულოს მხრიდან დამტიცების შემდეგ კი, განახლებული შეღავათიანი პირობებით სარგებლობას შეძლებენ როგორც სტიქიური მოვლენის, სტიქიური უბედურების, ასევე, ხანძრის ან შენობა-ნაგებობის დაზიანება-ნგრევის შედეგად დაზარალებული მოქალაქეები.

banner
წინა სტატიაში“ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით “რუსთავი 2″-ის ირგვლივ განვითარბებულ მოვლენებს”
შემდეგი სტატია„არავითარი კონფლიქტი არ ყოფილა პრეზიდენტსა და გენერალური შტაბის უფროსს შორის“