ზურაბ გურიელიძე: ზოოპარკში გაწმენდის სამუშაოების დროს არც ერთი ცხოველი აღარ გვიპოვია

გურიელიძ

ზოოპარკის ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. ადგილზე სამაშველო სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები მუშაობენ.

ამ დრომდე ზოოპარკში გაწმენდის სამუშაოების დროს არც ერთი ცხოველი არ უპოვიათ. თუმცა, ზოოპარკის დირექტორის თქმით, შესაძლებელია, გაწმენდითი სამუშაოების დროს რომელიმე ცხოველი შეუმჩნეველი დარჩა.

ზოოპარკის ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს.

ზურაბ გურიელიძეს არც ზოოპარკიდან სავარაუდოდ გაქცეული ვეფხვის შესახებ აქვს ახალი ინფორმაცია.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო: დღეს ეპიდემიის კერა ან საშიშროება თბილისში არ არსებობს, თუმცა არსებობს ინფექციის გადაცემის გარკვეული რისკი
შემდეგი სტატიამთა-თუშეთისკენ მიმავალი საავტომობილო გზა ამ დრომდე გასაწმენდია