“ვეტოს არანაირი პირდაპირი გავლენა ლარის კურსზე არ აქვს”

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის ვეტო “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით პარლამენტმა უნდა გამოიყენოს და გადაწყვეტილებას გადახედოს.

ქადაგიძის თქმით, პარლამენტი კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდეს იმ შედეგებზე, რაც შესაძლებელია, რომ აღნიშნული კანონპროექტის ძალაში შესვლამ გამოიწვიოს.

“რა თქმა უნდა, ვეტოს არ აქვს არანაირი გავლენა ლარის კურსზე პირდაპირ. ჩვენი პოზიცია ამ საკითხზე არის ცნობილი, ჩვენი აზრით ეს არის კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. ჩვენ პოზიციას იზიარებს ყველა, დაწყებული არასამთავრობო სექტორით, დამთავრებული საერთაშორისო პარტნიორებით. ჩვენ მივესალმებით ვეტოს და ვთვლით, რომ პარლამენტმა კიდევ ერთხელ უნდა გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებას და გამოიყენოს ეს ვეტო, რომ კიდევ ერთხელ დაფიქრდეს იმ შედეგებზე, რომელსაც მოიტანს ამ კანონის ძალაში შესვლა”, – განაცხადა ქადაგიძემ

banner
წინა სტატიაში“არ იზრდება სესხები და დეპოზიტები, რაც მიანიშნებს, რომ ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით პრობლემებია”
შემდეგი სტატიაერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3093 ლარი გახდა