ვახტანგ ხმალაძე: ყველა მინისტრის დანიშვნა თანამდებობაზე პრემიერის მოვალეობაა

ხმალაძე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, მთავრობის განახლებული შემადგენლობა დანიშნული მინისტრები არიან და არა მოვალეობის შემსრულებლები.

„ყველა მინისტრის დანიშვნა თანამდებობაზე, ანუ დანიშვნა მინისტრად და არა მოვალეობის შემსრულებლად ეს იყო არამხოლოდ უფლება პრემიერ-მინისტრის არამედ ვალდებულება ეს იყო ვალდებულება მისი. შესაბამისად, მთავრობის მთელი შემადგენლობა, დაწყებული პრემიერ-მინისტრით და დამთავრებული 18 მინისტრით ყველა არიან შესაბამისად პრემიერ-მინისტრი, მინისტრები და არა მოვალეობის შემსრულებლები“,-აცხადებს ხმალაძე.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის განახლებული შემადგენლობა პრემიერ-მინისტრმა 1 მაისს წარადგინა. ცვლილებების მიხედვით, თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე პარლამენტრმა თინა ხიდაშელმა შეცვალა. გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი კი ასევე პარლამენტარი გიგლა აგულაშვილი გახდა. სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პოსტზე კი პრემიერმა ტარიელ ხეჩიკაშვილი დანიშნა.

მთავრობის განახლებული შემადგენლობა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს დასამტკიცებლად კვირის ბოლომდე უნდა წარუდგინოს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაელისო კილაძეს თბილისის პროკურატურაში დაკითხვაზეა