ელისო კილაძეს თბილისის პროკურატურაში დაკითხვაზეა

https://youtu.be/EYLfxiWNMJs

ამ წუთებში ელისო კილაძე თბილისის პროკურატურაში იმყოფება.

“ქრონიკა +”-ის რედაქტორის ინფორმაციით, ის დაკითხვაზე დაიბარეს ზვიად ჯანყარაშვილის საკითხთან დაკავშირებით.

ელისო კილაძის ეს დაბარება უკავშირდება მის გაზეთში, ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის შესახებ დაწერილ სტატიებს, სადაც საუბარია ჯანყარაშვილის ბიზნესსაქმიანობაზე, ასევე მისი თანამდებობაზე ყოფნის დროს თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებაზე, ბიზნესის გადანაწილებასა და ბიზნესმენებზე ზეწოლაზე.

თუმცა საპირისპირო ინფორმაციას ავრცელებს ზვიად ჯანყარაშვილის ადვოკატი.

დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, მათ თავად მიმართეს პროკურატურას, რომ დაწყებულიყო იმ ბრალდებების გამოძიება, რომელიც მედიაში ჯანყარაშვილის წინააღმდეგ ისმის.

ამ ეტაპზე ელისო კილაძის დაკითხვა მიმდინარეობს, რამდენიმე დღის წინ კი ზვიად ჯანყარაშვილი დაიკითხა.

banner
წინა სტატიაშივახტანგ ხმალაძე: ყველა მინისტრის დანიშვნა თანამდებობაზე პრემიერის მოვალეობაა
შემდეგი სტატიასაფეხბურთო კლუბებში თამაშების გაყიდვის ფაქტზე 8 პირი დააკავეს