ეროვნული კინოცენტრი “ამერიკის კინოაკადემიისთვის” კანდიდატი ფილმის შერჩევასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს

ოსკარის დაჯილდოვება - კვირას, თბილისის დროით 12 საათზე დაიწყება

საქართველოს ეროვნული კინოცენტრი “ამერიკის კინოაკადემიისთვის” 2015 წლის კანდიდატი ფილმის შერჩევასთან დაკავშირებით ხვალ პრესკონფერენციას გამართავს.
როგორც “თაიმერს” საქართველოს ეროვნული კინოცენტრიდან აცნობეს, პრესკონფერენცია ეროვნულ კინოცენტრში 13:00 საათზე დაიწყება.
“პრესკონფერენციაზე განხილული იქნება ის მოთხოვნები და კრიტერიუმები, რომელთა გათვალისწინებითაც სპეციალურად შემდგარმა კომისიამ საქართველოდან 2015 წლის კანდიდატი ფილმი უნდა შეარჩიოს. ასევე ცნობილი გახდება კომისიის წევრთა ვინაობა. კომისიის რამდენიმე წევრი პრესკონფერენციას თავად დაესწრება”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“ჩვენი მთავრობის დახმარებით უკვე 135 ქარხანაა დაფინანსებული”
შემდეგი სტატიააუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა