ეკა ბესელია: ჩვენი მხარის ინტერესებშია, ჰააგის სასამართლომ დაადასტუროს, რომ ეთნიკურად ქართველების წმენდა მოხდა

“ჩვენი მხარის ინტერესებშია, რომ ჰააგის სასამართლომ დაადასტუროს, რომ ეთნიკურად ქართველების მიმართ წმენდა მოხდა”, – ეს განცხადება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ, გააკეთა.

ეკა ბესელია ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის განცხადებას გამოეხმაურა.

“ჩვენი მხარის ინტერესებშია, რომ ჰააგის სასამართლომ დაადასტუროს, რომ ეთნიკურად ქართველების მიმართ წმენდა მოხდა. კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულებები, მათ შორის წამების ფაქტები, სხვადასხვა დანაშაულის თაობაზე ბევრი ფაქტი არის გამოვლენილი, მაგრამ ახლა ყველაფერი ჰააგის სასამართლოს პროცედურებ გადაეცა. თუ დაიწყება გამოძიება, როგორც ითხოვს პროკურორი, ასეთ შემთხვევაში ყველა პროცედურა რომის სტატუტის წესდებასა და ჰააგის სასამართლოს მოთხოვნებს უნდა დაემორჩილოს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშირუსეთის საგარეო უწყება: 2008 წლის აგვისტოს მოვლენების ასეთი ინტერპრეტაცია სააკაშვილის რეჟიმს ხელს აფარებს
შემდეგი სტატია“ამ მიმართულებით კონკრეტული არაფერი არ არის”- გიორგი კვირიკაშვილი რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე