დღევანდელი გამოსვლა “არაადეკვატურობის ზეიმი იყო”–ჩიორა თაქთაქიშვილი

Chioraროდის გახდება 1 დოლარი 1.67 ლარი, როგორც ეს 2012 წლის 1 ოქტომბერს იყო? – აღნიშნული კითხვით ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა ჩიორა თაქთაქიშვილმა მიმართა და კონკრეტული თარიღის დასახელება სთხოვა.
თაქთაქიშვილმა პრემიერის მისამართით ისიც აღნიშნა, რომ პარლამენტში მისი დღევანდელი გამოსვლა “არაადეკვატურობის ზეიმი იყო”.
“იცით თუ არა რამდენი იყო 1 დოლარის კურსი 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს, როდესაც თქვენ ხელისუფლება ჩაიბარეთ და იცით თუ არა დღეს რამდენია ლარის კურსი დოლართან მიმართებით? მაინტერესებს, როდის გახდება 1 დოლარი 1.67 ლარი, როგორც ეს 2012 წლის 1 ოქტომბერს იყო. დამისახელეთ კონკრეტული თარიღი და თუ ამ თარიღის დასახელება არ შეგიძლიათ, მაშინ მითხარით, რატომ უნდა გამოგიცხადოთ ნდობა”, – მიმართა თაქთაქიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლება რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკის გატარებას აგრძელებს
შემდეგი სტატიაპერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი განცხადებას ავრცელებს