ხელისუფლება რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკის გატარებას აგრძელებს

პარლამენტიროგორც პრემიერმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, ეს არის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები და ის, რომ დღეს რუსეთის ბაზარი ღიაა, მრავალი მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.ამასთან, ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიმართულებით, განხორციელდა შესაბამისი სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული კომპლექსური რეფორმები და ინტენსიური მზადება მიმდინარეობს რიგის სამიტისთვის.

„მისასალმებელია, რომ ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა ამ დროისათვის 19-მა სახელმწიფომ და ასევე ევროპარლამენტმა. ჩვენ ახლა ყველაზე საპასუხისმგებლო – ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის ეტაპზე ვართ და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი წარმატებით გაივლის ამ პერიოდს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა ხელისუფლების ძალისხმევას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის კუთხით, კერძოდ, მისი თქმით, შემცირდა აღიარებათა რიცხვი და გაიზარდა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა შესახებ გაეროს რეზოლუციის მხარდამჭერთა რაოდენობა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან სამშვიდობო ინიციატივებზე ისაუბრა.

„ჩვენი მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა იქნება, აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებს სრულფასოვნად მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს ევროინტერგაციის პროცესის შესახებ, მათ შორის როგორც კონკრეტული სარგებლის, ისე იმ ღირებულებების თაობაზე, რასაც საქართველოს ევროპული განვითარების გზა გულისხმობს ადამიანის უფლებების, თავისუფლებების, იდენტობისა და თვითმყოფადობის დაცვის თვალსაზრისით“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდიდია ზეწოლა საქართველოს ეროვნულ ბანკზე–აზიმ სადიკოვი
შემდეგი სტატიადღევანდელი გამოსვლა “არაადეკვატურობის ზეიმი იყო”–ჩიორა თაქთაქიშვილი