დონეცკელი სეპარატისტი მეომრები აფხაზეთში მკურნალობენ

taimerთვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დაჭრილი მეომრები, აფხაზეთის რესბულიკურ სარეაბილიტაციო ცენტრში გადიან მკურნალობას. მათ უკვე გაიარეს სამკვირიანი სამედიცინო გამოკვლევებისა და მკურნალობის კურსები.

დონეცკელი სეპარატისტების მკურნალობა, აფხაზეთის ავღანელთა კავშირის ინიციატივა იყო, რომელსაც აფხაზეთის დეფაქტო მთავრობამაც დაუჭირა მხარი. დაჭრილი მეომრები, აფხაზეთის დეფაქტო  თავდაცვის მინისტრმა მერაბ კიშმარიამ, მისივე განცხადებით მოძმე დონეცკელი ხალხის წარმომადგენლები, ძმობისა და მეგობრობის ნიშნად თავდაცვის სამინისტროს მედლებით დააჯილდოვა. რთულ პერიოდში გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის, დონეცკელმა ინვალიდებმა მადლობა გადაუხადეს ძმურ აფხაზ ხალხს.

დონბასის ომი ისეთივე ომია როგორიც ჩვენთან იყო, ამიტომ ჩვენ არ შეგვიძლია გვერდზე გავდგეთ, განაცხადა აფხაზეთის ავღანელთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილემ სეირან კაჯამანიანმა.

აფხაზეთის რესპუბლიკური სარეაბილიტაციო ცენტრის მედიკოსები, განსაკუთრებული ყურადღებით და მზრუნველობით ეპყრობიან დაჭრილ დონბასელ მეომრებს, აცხადებს აფხაზური მედია

banner
წინა სტატიაშიკიევი მსოფლიო ყურადღების ცენტრში
შემდეგი სტატიარიკოთის საუღელტეხილო გვირაბში ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა