დემოკრატიული რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით საქართველო რეგიონში სამაგალითო ქვეყანაა

ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.“ჩემი ვიზიტი კიდევ ერთხელ ასახავს იმ მნიშვნელობას, რომელსაც ჩვენ ვანიჭებთ საქართველო-ნატოს ურთიერთობებს, რომელიც კიდევ უფრო და უფრო მჭიდრო ხდება და ღრმავდება. უპირველეს ყოვლისა, საქართველო ეს არის ძალზე ძლიერი და საიმედო კონტრიბუტორი ჩვენი უსაფრთხოებისა. საქართველო ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს ოპერაციებში ავღანეთში”, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა და გაწეული მსხვერპლისთვის მადლობა გადაუხადა.
“საქართველო არის სამაგალითო ქვეყანა რეგიონში, რაც შეეხება დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს თქვენს ერთგულებას, რომ იყოთ ევროატლანტიკური თანამეგობრობის ოჯახის წევრი, რომელსაც ზიარი ღირებულებები აქვს. ყველა ეს რეფორმა და ის წვლილი, რომელიც თქვენ შეგაქვთ საერთაშორისო უსაფრთხოების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ეხმარება საქართველოს, რათა საკუთარი თავი ნატო-ს წევრობისათვის მოამზადოს. ნატო ამ თვალსაზრისით ეხმარება საქართველოს მის ძალისხმევაში”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა

banner
წინა სტატიაშიშიდა ქართლის რეგიონის ტერიტორიაზე დაფიქსირებული ვერტმფრენები ეკუთვნის თურქეთის შეიარაღებულ ძალებს
შემდეგი სტატიასაქართველო არის ქვეყანა, რომელიც ამ ნაბიჯითაც ადასტურებს თავის ერთგულებას რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობასთან მიმართებაში