შიდა ქართლის რეგიონის ტერიტორიაზე დაფიქსირებული ვერტმფრენები ეკუთვნის თურქეთის შეიარაღებულ ძალებს

tavdacvis-uwyebaსაქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსული ვერტმფრენების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
განცხადებას თავდაცვის სამინისტრო “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. განცხადების თანახმად, შიდა ქართლის რეგიონის ტერიტორიაზე დაფიქსირებული ვერტმფრენები თურქეთის შეიარაღებულ ძალებს ეკუთვნის.
“პრესაში გავრცელებული ინფორმაცია, რუსული ვერტმფრენების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ, არ შეესაბამება სინამდვილეს. შიდა ქართლის რეგიონის ტერიტორიაზე დაფიქსირებული ვერტმფრენები ეკუთვნის თურქეთის შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც საქართველოს ნებართვით მიფრინავდნენ აზერბაიჯანის მიმართულებით”, – ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მედიის ინფორმაციით, რუსეთმა დღეს საქართველოს საჰაერო სივრცე კიდევ ერთხელ დაარღვია. კერძოდ, გავრცელებული ცნობით, ორი რუსული საბრძოლო ვერტმფრენი საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე კონფლიქტის ზონიდან შემოფრინდა.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი- საქართველოში ნატო-ს საწვრთნელი ცენტრის გახსნა წინ გადადგმული ნაბიჯია
შემდეგი სტატიადემოკრატიული რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით საქართველო რეგიონში სამაგალითო ქვეყანაა